ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

აფეთქება და სროლა ახალქალაქში, – ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული, არის მსხვერპლი

ახალქალაქში, დაახლოებით 19:00 საათზე პარკ ”ხას ბახჩასთან” სროლა და აფეთქება იყო. გარცელებული ინფორმაციით, ორი სოფლის მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირისპირდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაცლილია ერთი ახალგაზრდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რაზმიც.

ახალგაზრდების ჯგუფმა ქალაქში მდებარე სასტუმროში შუშები ჩამტვრია, რის შემდეგ შენობაში ცეცხლი გაჩდნა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ასევე, საუბარია იმის შესახებ, რომ დაპირისპირება სოფელ კულიკამში მომხდარი ახალგაზრდა კაცის მკვლელობას მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მულით დაიწყო. რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა – ტარებას გულისხმობს.

იტვირთბა....