“ფსიქოლოგი დასკვნას როცა ამზადებს,თუ სუიციდისკენ მიდრეკილება,ან სხვა მძიმე პრობლემაა ვალდებულია პაციენტის ოჯახს აცნობოს. და თამარის ფსიქოლოგი ადრე არასრულწლოვანთა კოლონიაში რომ მუშაობდა ფსიქოლოგად,არა უშავს?!”
ელისო კილაძე – ჟურნალისტი
სოციალური ქსელი
აღნიშნული განცხადებით, კილაძე დაღუპული პროგრამისტის შესახებ ფსიქოლოგის დასკვნას გამოეხმაურა, რომელიც 2012 წლით თარიღდება.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.