მთავარი ციტატა

“ამდენ წლიანი ურთიერთობის ფონზე სხვანაირად უნდა გადმოსცემდეს გრძნობებს” – რამიშვილი ბაჩანა ლობჟანიძეზე

“ბაჩანათან კომუნიკაცია მქონდა, როგორც თამუნას შეყვარებულთან. ეს იყო და ეს. დიდად ვერ დავინახე, რომ მათ შორის შეყვარებულობა ყოფილიყოს. ამდენ წლიანი ურთიერთობის ფონზე თამუნასთან, როგორც თავად ამბობს, ხვანაირად უნდა გადმოსცემდეს გრძობებს.”

მიხეილ რამიშვილი – ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი

ამის შესახებ რამიშვილმა ტვ პირველი ეთერში  ბაჩანა ლობჟანიძეზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ამბობს, რომ  თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო.

ბაჩანა ლობჟანიძის განცხადებით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს, ეჭვი აქვს, რომ მათი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მიგზავნილია.

დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ბაჩანა ლობჟანიძეს არ ენდობა და არ სჯერა, რომ ის მისი შვილის შეყვარებული იყო.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

 

იტვირთბა....