ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს 23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, პროგრამისტის დედის, თეონა თამაზაშვილის ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ გარდაცვლილის დედის გაღიზიანება, მის მიერ FBI-ის ჩართვასთან დაკავშირებულმა მოსაზრებამ გამოიწვია.
როგორც ლობჟანიძემ აღნიშნა, თამარ ბაჩალიაშვილი 19 ივნისის შემდეგ არ უნახავს, მისი გაუჩინარების შესახებ კი ფაქტიდან 3 დღის შემდეგ გაიგო.
მისივე თქმით, თეონა თამაზაშვილს ეჭვი აქვს, რომ მათი ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი მიგზავნილია.
“მე მომწერა თამარის დედამ, ქალბატონმა თეონამ, რომ აპირებდა აქციის გამართვას ამერიკის საელჩოსთან და FBI-ის ჩართვასთან დაკავშირებით. მე, როგორც ინჟინერმა ვუპასუხე, რომ FBI-ის „ეფლის“ რაიმე ნაწარმთან, „მაკბუკთან“ არანაირი კავშირი არ აქვს. მონაცემების გამოთხოვა, ცნობილი „ქეისია“ და ვერ მოხდა „ეფლისგან“. ქალბატონ თეონას ვერ მოსთხოვ, რომ ეს მან იცოდეს, მაგრამ ეს მოხდა მის ემოციურ ფონზე, მე მას რომ შევეწინაააღმდეგე, ჭკუის სწავლება დავუწყე, დამბლოკა „მესენჯერიდან“. შესაძლოა, ეს გაბრაზება გაყვა და ამიტომ ახსენა, რომ მე მოგზავნილი ვარ. ისე მას მიხეილ რამიშვილზეც აქვს ეჭვი, რომ მიგზავნილია. მე და თამუნას გვაქვს ფოტოები, ვიდეოები ერთად გადაღებული, ეს მაქვს მობილურ ტელეფონში და მე ამას გავასაჯაროვებ, როგორც კი ექსპერტიზიდან დამიბრუნებენ მობილურს. მე და თამარს, ორივეს, 19 ივნისს გვაქვს დაბადების დღე და ერთად ლისზე და ძველ თბილისში აღვნიშნეთ. ერთმანეთს ვუღებდით ვიდეოს. ეს ვიდეო მაქვს და ამას აუცილებლად გავასაჯაროვებ. მგონი, არ ვარ ეს ფსევდო შეყვარებული.
ფიზიკურად ერთმანეთი 19 ივნისის შემდეგ არ გვინახავს, იმიტომ, რომ ჩვენ შევთანხმდით „ზეგში“ რომ მორჩებოდა, უნდა წამოსულიყო იქიდან. მერე კიდევ ვკითხე, მომდევნო დღეებში და მითხრა, რომ კიდევ არ იყო წამოსული. მე ველოდებოდი როდის წამოვიდიოდა, რომ მერე ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობა ერთად დაგვეწყო. მე მისი დაკარგვის ამბავი გავიგე სამი დღის გაუჩინარებული რომ იყო. პოსტი გამომიგზავნეს, პარკში ვიყავი, სახლში გვიქეცი მერე. მერე ისევ ტელევიზიით გავიგე ეს ყველაფერი. მე და მას ისეთი მეგობრები არ გვყავდა, ერთმანეთი რომ მოგვეკითხა, თუ არ გამოვჩნდებოდით. 18-19-20 ივლისსაც მივწერე თამარს, მაგრამ ეს არ იყო შოკისმომგვრელი რომ არ მიპასუხა, იმიტომ, რომ ვიცოდი სამსახურში ვალდებულებებს უნდა მორჩენილიყო და უკვე წამოვიდოდა იქიდან და განვახორციელებდით გემგებს. მობილურში დასქრინული მაქვს მიმოწერები და ცხადია ამას გავასაჯაროვებ. მე გამოძიებაში ვარ დღე და ღამე, გუშინ ვჭამე ორი ვაშლი, მეტი არც მიჭამია არც მიძინია წესიერად.
ერთ უნივერსიტეტში ჩავაბარეთ. თამარი ისეთი სახის ადამიანი იყო, რომ მარტივად არ შეეძლო მასთან არავის საუბარი. მე არ მქონდა გოგონებთან ხშირი ფლირტი, დაინტერესებული ვიყავი მათემატიკით და პროგრამებით“, – განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ.