aviabiletebi
ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

“ვთხოვე წამომყოლოდა ექსპერტიზაზე… ბაჩანამ დეტალურად არ თქვა, რა მასალებია წაშლილი თამარის კომპიუტერიდან” – მიხეილ რამიშვილი

„მე ეს პიროვნება გავიცანი თამუნას ოჯახში, როდესაც მივედი დაკრძალვის დღეს, იჯდა სუფრასთან, გამაცნეს როგორც თამუნას მეგობარი. გიორგის, თამუნას ძმას შევეკითხე, შეტყობინება მომივიდა, რომ რომელიღაც მის მეგობარს უნდოდა ჩემთან საუბარი და რაღაც ინფორმაციის მოწოდება. ოჯახში იყო, თავად მოვიდა, ბიძაშვილმა გაiცნო როგორც თამუნას მეგობარი, დასაფლავებაზე უმანქანოდ იყო და თამუნას ბიძაშვილმა წამოიყვანა. მერე მე წამოვიყვანე გამოვკითხე რაღაცები, რა იცოდა კომპიუტერთან დაკავშირებით. მითხრა, რომ კარგად ესმის და ვთხოვე წამომყოლოდა ექსპერტიზაზე. გუშინ ინტერვიუ ჰქონდა, რაღაც ისაუბრა. მან ქალბატონ თეონას მესინჯერში მიწერა, რა საჭიროაო ფედერალური ბიუროო, ამდაგვარი მიმოწერა ჰქონდა და ამან გარკვეული კითხვის ნიშნები დასვა ოჯახის წევრებისთვის. ბაჩანამ დეტალურად არ თქვა, რა მასალებია წაშლილი თამარის კომპიუტერიდან, ის ვარაუდის დონეზე საუბრობს. მეც ვვარაუდობ, რომ ისეთი მწირი მასალა არის ასეთი პროფესიის მქონე ადამიანის კომპიუტერში, ნამდვილად არ უნდა იყოს ასე.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მიხეილ რამიშვილი – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი. 

ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

ცნობისათვის, ბაჩანა ლობჟანიძემ თქვა, რომ ეჭვი აქვს, თუ რატომ წამოვიდა თამარ ბაჩალიაშვილი კომპანიიდან. მისი თქმით, „ზეგ“-ის საქმიანობა არ არის მისაღები ქართული მენტალიტეტისთვის. 

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....