“ამბავი პირველი: ბაჩანა ლობჟანიძე ! დანიშნულია თამუნას შეყვარებულის როლზე. ახლა გამოკითხვაზეა ტელეფონით.ველოდები მის ზარს. თამუნას სხვა ბაჩანა მოსწონდა.”
ელისო კილაძე – ჟურნალისტი
სოციალური ქსელი
ცნობისთვის, ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო-ინტერვიუ ახალგაზრდა მამაკაცთან, რომელიც ამბობს, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.