ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ვინმე გრძნობს საერთოდ პასუხისმგებლობას? ერთი უბედურება შვილის დაკარგვაა, მერე კი საკუთარი ქვეყნის იმედი რომ არ გაქვს” – ჩუგოშვილი

“ერთი უბედურება შვილის დაკარგვაა, მერე კი საკუთარი ქვეყნის იმედი რომ არ გაქვს და გასაჭირში ჩავარდნისას იძულებული ხარ, სხვაგან ეძებო შველა. მერამდენე საქმეა, სადაც დაგვიანებული რეაგირების, არაკომპეტენტურობის, შეცდომების და დარღვევების გამო ადამიანებმა სისტემის ყველანაირი ნდობა დაკარგეს. გამომძიებლობა და პროკურორობა იარაღის ტარების უფლება და დანარჩენებზე ზემოდან ყურება არაა. ვინმე გრძნობს საერთოდ პასუხისმგებლობას?”

თამარ ჩუგოშვილი – მმართველი გუნდის ყოფილი წევრი

სოციალური ქსელი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქცია გამართეს.

პროგრამისტის დედამ დღეს აშშ-ის ელჩს მიმართა და გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვა კიდევ ერთხელ მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....