ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარკო რუბიომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა

მარკო რუბიომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.

მარკ რუბიოს ფიცი ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა დაადებინა. მარკო რუბიო დონალდ ტრამპის კაბინეტში პირველი კანდიდატია, რომელმაც თანამდებობა დაიკავა.

„პრეზიდენტი ტრამპი აირჩიეს დაპირებების შესასრულებლად და ის ამ დაპირებებს შეასრულებს. საგარეო პოლიტიკის კუთხით მისი მთავარი დაპირებაა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრიორიტეტი იქნება ამერიკა. ეს იქნება ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინ წაწევა. მან მოგვცა ძალიან მკაფიო მანდატი. პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან ნათლად განმარტა, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ეს ეხება მთავრობას, მაგრამ განსაკუთრებით სახელმწიფო დეპარტამენტს, ყველაფერმა უნდა უპასუხოს სამიდან ერთ-ერთ კითხვას. გვხდის თუ არა ეს უფრო ძლიერებს? გვხდის თუ არა უფრო დაცულებს? გვხდის თუ არა უფრო წარმატებულებს? თუ ის არ პასუხობს ამ სამიდან ერთ-ერთს, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

იტვირთბა....