“ისეთ საეჭვო ვებგვერდებზე ვნახე შესვლა თამარის მხრიდან, რომ ეს შეიძლება საქმეს უკავშირდება იმდენად რამდენადაც მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი უფრო რაღაც დაპროგრამებულობაა, ეს შეიძლება მაშინ ხდებოდეს როდესაც გინდა რომ არა ბუნებრივი არამედ ტექნიკურად მიმართული იყოს, ეს არის დაგეგმა იმის, რომ ეს ყველაფერი იყო ბუნებრივი.”
მიხეილ რამიშვილი – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
“ტვ პირველი”
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქცია გამართეს.
პროგრამისტის დედამ დღეს აშშ-ის ელჩს მიმართა და გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვა კიდევ ერთხელ მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.