“ჩემი აზრია, რომ ინფორმაციის მოპოვება შეუკვეთეს ჩემს შვილს, მოაპოვებინეს და მერე მოკლეს. გამოძიებას ვადანაშაულებ, დადიან და კითხულობენ: სახლში როგორ არიან, ჩუბის ხმა თუ ისმოდა, სასწრაფოს რამდენჯერ იძახებდნენ. რას ჭამდნენ, რას სვამდნენ და რით არსებობდნენ, ასეთ უაზრო რაღაცეებს.”
თეონა თამაზაშვილი – ბაჩალიაშვილის დედა
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქცია გამართეს.
პროგრამისტის დედამ დღეს აშშ-ის ელჩს მიმართა და გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვა კიდევ ერთხელ მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.