ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ვნანობ რომ ვიხვეწებოდი კომპიუტერი გახსნილიყო. ნეტა ვიღაც ჰაკერი მეშოვა და მე თვითონ გამეხსნა” – ბაჩალიაშვილის დედა

“ვნანობ რომ მე ვიხვეწებოდი კომპიუტერი გახსნილიყო. ნეტა ვიღაც ჰაკერი მეშოვა და მე თვითონ გამეხსნა ის კომპიუტერი და ყველაფერს გაეცემოდა პასუხი. ასე არ დავიტანჯებოდი ჩემი შვილის ტრაგედიით და თავზე ლაფის დასხმით და იმ სახელის წაბილწვით, უმანკო კრავის სახელის წაბილწვით. რამხელა ცოდვას იდებენ კისერზე.”

თეონა თამაზაშვილი – ბაჩალიაშვილის დედა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქცია გამართეს.

პროგრამისტის დედამ დღეს აშშ-ის ელჩს მიმართა და გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვა კიდევ ერთხელ მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....