“ცოლს, რომელიც ასევე საჯარო პირია, სოც. ქსელში რომ შეუვარდები “დასაცავად”, ეგაა სწორედ საკუთარი ცოლის გაბანძება და დამცირება. ამხელა ქალი როგორმე თავადაც უპასუხებს აბეზარ ხალხს, მაგრამ ცოლის ავტონომიას რომ პატივს არ სცემ, საკუთარი ნივთი გგონია და შენი “ღირსების შებღალვად” აღიქვამ ცოლის ინსტაგრამზე მიმდინარე მიმოწერას – არა მხოლოდ ქაჯი ხარ, არამედ სექსისტიც! გოიმი კაცების გასაგონად ვიტყვი: თქვენ ზრდასრულ ცოლს სოციალური ქსელი თუ აქვს და წერა-კითხვა იცის, როგორმე თავსაც დაიცავს აბეზარი და “უზრდელური” კომენტარებისაგან.”
ბაია პატარაია – ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი
სოციალური ქსელი
ცნობისთვის, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მეუღლემ, დიზაინერმა და მოდელმა ანუკი არეშიძემ “ინსტაგრამის” გვერდზე საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა. სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ფოტოს კომენტარში ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ საცობებთან დაკავშირებით იხუმრა. აღნიშნულ კომენტარს თავად დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა.