ახალი ამბები მთავარი ციტატა

“შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი არათუ პროგრამისტის, არამედ ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანისაა” – რამიშვილი

“ექსპერტიზამ დაადგინა შემდეგი: მიმოწერის პროგრამები არ იყო საერთოდ ლოკალურად დაყენებული კომპიუტერში. ანუ „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამები“ საერთოდ არ იყო ლეპტოპში. ამავდროლად, 193 ათასი ფოტოა და 448 ვიდეო. რაც საინტერესოა, არანაირი სხვა ფაილები არ არსებობს. იცით, როგორი ასოციაცია დამრჩა?! ეს კომპიუტერი არათუ პროგრამისტის, არამედ, უბრალო, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანისაა. „გუგლში“ და მსგავს საიტებზე შესულია, მაგრამ კომპიუტერში არ არის დაფიქსირებული. თუ ასეთი, არაფრის მქონე სურათები იქნებოდა, ამდენი დღე არ უნდა დასჭირვებოდა ამ ყველაფერს.”

მიხეილ რამიშვილი – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

როგორც რამიშვილმა განაცხადა, ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებულია 193 896 ზოგადი ფოტო და 480 ვიდეო

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქცია გამართეს.

პროგრამისტის დედამ დღეს აშშ-ის ელჩს მიმართა და გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვა კიდევ ერთხელ მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....