“აშშ-ის ფედერალური ბიურო ჩაერთვება მაშინ, როცა ეს იქნება სახელმწიფოს მოთხოვნა. სახელმწიფომ თუ არ მოითხოვა ეს უკვე ნიშნავს, რომ თვითონ არიან დამნაშავეები და ხელს აფარებენ იმ სამ მაღალჩინოსანს, რომლის გაწირვაც არ უნდათ.”
თეონა თამაზაშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის დედა
გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქციას მართავენ.
პროგრამისტის დედამ დღეს აშშ-ის ელჩს მიმართა და გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვა კიდევ ერთხელ მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.