ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სალომე ზურაბიშვილმა მოგვიწოდა მაქსიმალური აქტივიზმისკენ, უწყვეტი პროტესტებისა და მობილიზებისკენ არჩევნებისთვის”-ლუკა ნაცვლიშვილი

“სალომე ზურაბიშვილმა მოგვიწოდა მაქსიმალური აქტივიზმისკენ, უწყვეტი პროტესტებისა და მობილიზებისკენ არჩევნებისთვის”, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი ლუკა ნაცვლიშვილი საუბრობს, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ ახალგაზრდათაგან, ვისაც ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი შეხვდა.

“ძირითადი თემა იყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი განწყობით არის ევროპა, ასევე, ევროპის მხარდაჭერაზე. ვისაუბრეთ მიმდინარე მოვლენებზე, არჩევნებზე, კოალიციურ მთავრობაზე და პრეზიდენტის მხრიდან მხარდაჭერაზე. მოგვიწოდა მაქსიმალური აქტივიზმისკენ, უწყვეტი პროტესტებისკენ და მობილიზებისკენ არჩევნებისთვის. კერძოდ, მან მოგვიწოდა გაგვეგრძელებინა ის, რასაც ვაკეთებთ უკვე 20 დღეზე მეტია. შეხვედრის თემა იყო – ზოგადად ახალგაზრდების მნიშვნელობა მიმდინარე მოვლენებში”, – თქვა ნაცვლიშვილმა ipn.ge-ს ცნობით.

იტვირთბა....