ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პარტია გირჩი სუს-ის ,,ჯაშუშის” ვინაობას ასაჯაროებს

პარტია ,,გირჩი მეტი თავისუფლება” სოციალურ ქსელში სუს-ის სავარაუდო მოკავშირის ვინაობას ამჟღავნებს.
მათი თქმით, დედა ენის ბაღიდან გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების ავტორი ზურაბ გეთიაა.
ოპოზიციურ გუნდში ამბობენ იმასაც, რომ გეთია სუს-ის დავალებით მოქმედებს და ხშირად კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს მათზე ინფორმაციის მოპოვების მიზნით, იურიდიულ დახმარებას სთავაზობს.

,,ვასაჯაროებთ იმ ადამიანის ვინაობას, რომელიც დადასტურებულად ვიცით, რომ სუსია – ზვიად გეთია.
პირველად ჩვენთან Institute For Individual Liberty-ის ბანაკში გამოჩნდა, შემდეგ აქტიურად დადიოდა ოფისში, ესწრებოდა შეხვედრებს. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია მოგვაწოდეს მასზე და ეჭვი გაგვიჩნდა, ვესაუბრეთ და ჩვენგან გაქრა.
შემდეგ დაუახლოვდა სხვადასხვა ორგანიზაციებს, ჩვენ ჩვენი მხრიდან გავაფრთხილეთ ყველა, ვისთანაც ხმა მიგვიწვდებოდა. ახლაც შემჩნეულია სხვადასხვა ორგანიზაციის საჯარო შეკრებებზე, აქტივისტებს ეხმარება იურისტის ამპლუაში.
ჩვენთან დაკავშირებული კადრებისა და დამონტაჟებული ჩანაწერების ნაწილი მისი მიწოდებულია სუსისთვის”- წერს “გირჩი – მეტი თავისუფლება” სოციალურ ქსელში

იტვირთბა....