“გვინდა ამერიკის ფედერალურმა ბიურომ გამოიძიოს ეს საქმე და დადგინდეს სიმართლე როგორც არის. ცოცხალი თავით არ დავიხევ უკან. დღეს უბრალოდ გაფრთხილებითი აქციაა, მერე ამას რაც მოჰყვება კარგად იცით.”
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მამა
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.