ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჩვენი სტატიები

“სტრატეგია სწორადაა შერჩეული, მაგრამ ვერ ვიყტვი, რა მხარდაჭერა აქვთ უგულავასა და ბოკერიას”- ვახტანგ ძაბირაძე

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “მეტრონომთან” რეგიონებში “ევროპულ საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს აფასებს და აცხადებს, რომ პარტიამ კანდიდატებად ლიდერების დაყენებით პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ძაბირაძის მოსაზრებით, კანდიდატები, რომლებიც წარსდგებიან მაჟორიტარულ ოლქში, ერთ-ერთი მთავარი პარამეტრია, ამომრჩეველი მათ იცნობდეს.

“სტრატეგია სწორადაა შერჩეული. ეს რომ ყოფილიყო ოლქების ძველი დანაწევრება, ანუ 30-ის მაგივრად 73, მაშინ შესაძლებელი იყო, რომ კანდიდატებად დაეყენებინათ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ცნობადომა მხოლოდ იმ კონკრეტულ რაიონში ექნებოდათ. დღეს ეს ოლქები არის გამსხვილებული, ამიტომ საჭიროა, ისეთი კანდიდატი მოიძებნოს, ყველა რაიონში ცნობადობა რომ ჰქონდეთ, ამომრჩეველს გვარი მაინც რომ ჰქონდეს გაგებული. ისეთ კანდიდატს თუ წამოაყენებენ, რომელსაც  არ იცნობენ, ის არჩევნებს წააგებს და უბრალოდ დამარცხდება. ამიტომ საჭიროა კანდიდატი, რომელიც ამ ოპოზიციურ ხმებს ყველა რაიონში მეტნაკლებად  თავს მოუყრის,”- აცხადებს ძაბირაძე.

ანალიტიკოსის თქმით, კანდიდატის ცნობადობას უნდა დაემატოს მისი პიროვნული რეიტინგი და პარტიის იმიჯი, რამდენად უჭრს ხალხი მხარს.

“ეს სამი ფაქტორია საჭირო. პირველი ფაქტორი მათ გადალახეს სწორად და შეარჩიეს ცნობადი სახეები ალბათ სხვა დამატებითი პარამეტრების გათვალისწინებითაც. მაგრამ მე არ შემიძლია ვთქვა, რა პარამეტრებია ეს. ვინაიდან, მე ვერ ვიყტვი, მაგალითად, უგულავას რა მხარდაჭერა აქვს ზუგდიდში. და კიდევ, ალბათ კვლევა ჩაატარა პარტიამ, რა ელექტორატი ჰყავს ამ რაიონში და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ჯამურად ალბათ გამოიყვანეს და ამის შესაბამისად დაასახელეს კანდიდატები,”- აცხადებს ანალიტიკოსი.

რაც შეეხება ზუგდიდის ოლქშში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ბრძოლას , ძაბირაძე აცხადებს, რომ აქ მთავარია, ვის დააყენებს კანდიდატად “ნაციონალური მორაობა” და ხოგადად, რა განწყობა არსებობს ზუგდიდის მოსახლეობაში ამა თუ იმ ფიგურასთან დაკავშირეით.

“ჯერ ერთი, უნდა დაველოდოთ იმას, ვის დაასახელებს “ნაციონალური მოძრაობა”. მეორეც, ზგდიდში რა განწობაა, მე ვერ ვიტყვი და არ ვიცი მათი დამოკიდებულება ამ პიროვნებების მიმართ. მე წლებია არ ვყოფილვარ ზუგდიდში და არ ვიცი მათი შეხედულება, ამიტომ არ შემიძლია თქმა. ერთადერთი, ამაზე მეტნაკლებად ჩამოყალიბება შეიძლება, თუ ავიღებთ და დეტალურად შევისწავლით საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და რომ გითხრათ, ამის სურილი მაქვს-მეთქი, ნამდვილად არ მაქვს. თუ ვინმეს აინტერესებს და შეისწავლის და შეეცდება ობიექტური დასკვნები გააკეთოს, სამომავლოდ რეალურ შედეგს მიიღებს, ვის რა შანსები შესაძლოა ჰქონდეს,”- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

იგივე შეხედულება აქვს ანალიტიკოსს გიგა ბოკერიას კანდდატურაზეც და ვერ აფასებს, რა შანსები შესაძლოა ჰქონდეს მას ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარულ ოლქში.

შეგახსენებთ, “ევროპულმა საქართველომ” საქართველოს რეგიონების 14 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პარტიიდან ფოთის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია, ხოლო ზუგდიდის ოლქში – გიგი უგულავა იქნება.

თათია შაიშმელაშვილი

იტვირთბა....