პარტია “ევროპულმა საქართველომ” ფოთისა და ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატურები წარადგინა.
პარტიიდან ფოთის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია, ხოლო ზუგდიდის ოლქში – გიგი უგულავა იქნება. ამის შესახებ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე თავად განაცხადეს.
შეგახსენებთ, “ევროპულმა საქართველომ” საქართველოს რეგიონების 14 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
კანდიდატთა სია ასეთია:
ზუგდიდი – გიგი უგულავა;
ფოთი-ხობი-სენაკი – გიგა ბოკერია;
ტყიბული-თერჯოლა-ზესტაფონი-ბაღდათი – გიგი წერეთელი;
ხელვაჩაური-ხულო-ქედა-შუახევი – ტარიელ ნაკაიძე;
რუსთავი-გარდაბანი – ირმა ნადირაშვილი;
ქუთაისი – ოთარ კახიძე;
საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული – სერგო რატიანი;
ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხი – ზურაბ ჭიაბერაშვილი;
გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღი – გიორგი ღვინიაშვილი;
ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური – ხათუნა გოგორიშვილი;
მარნეული-გარდაბანი – აჰმედ იმამკულიევი;
ახალქალაქი-ნინოწმინდა – არსენ კარაპეტიანი;
აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ – ლელა ქებურია;
სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონი – აკაკი ბობოხიძე;
გარდა ამისა, ევროპულმა საქართველომ აჭარის უმაღლეს საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატებიც წარადგინა:
ბათუმი – ვახტანგ კალოიანი;
ქედა-შუახევი-ხულო – თემურ კახიძე;
პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსი სერგი კაპანაძე იქნება.