“არცერთ პოლიტიკურ ლიდერს არ გვაქვს უფლება, დაუსაბუთებლად ერთმანეთს ტალახი ვესროლოთ. დიახ, ვაპირებ გავხდე პრემიერი ერთადერთი მიზნისთვის, რომ არცერთ ადამიანს ნაგავსაყრელზე არ უწევდეს ლუკმა-პურის ძიება და ამისთვის დავდივართ მთელ საქართველოში. ერთიანობა ძალა ერთობაშია და არა ერთმანეთისთვის ტალახის სროლაში. ჩვენ წარსულზე კი არ უნდა ვიფიქროთ, მომავალზე და ერთიანობაზე უნდა ვიფიქროთ, რაც ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი. მინდა მიშას მივმართო, თავი შევიკავოთ ერთმანეთზე ტალახის სროლისგან და ჩვენს პირად ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დავაყენოთ. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა. მინდა მიშას პირადად ვუთრხა, რომ არაა ის დრო, როდესაც ახლა ერთმანეთს ტალახი უნდა ვესროლოთ. ჩვენ გაცილებით დიდი ამოცანა გვაქვს.”
გიორგი ვაშაძე – “სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი
ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ვაშაძემ განაცხადა, ის სტრატეგია რაც მისმა პლადფორმა წარადგინა, არის აღმშენებლობის სტრატეგია, რაც ქვეყანაში სიღარიბეს დაამარცხებს.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ “გიორგი ვაშაძე გადავიდა ბნელ მხარეს. ის არ არის ისეთი ფიგურა, რომ ბევრი დრო დავხარჯო.”