“სტრატეგია აღმაშენებელის” დამფუძნებელმა, გიორგი ვაშაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უპასუხა.
“ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც გაიმარჯვებს ბნელ მხარეზე”, – წერს ვაშაძე და აღნიშნულ განცხადებასთან ერთად ვარსკვლავური ომების ერთ-ერთი ცნობილი პერსონაჟის, კაილო რენის ფოტოს აქვეყნებს.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა “მთავარ აქცენტებში” განაცხადა, რომ “გიორგი ვაშაძე გადავიდა ბნელ მხარეს. ის არ არის ისეთი ფიგურა, რომ ბევრი დრო დავხარჯო.”