„პარადოქსია ამას რომ ვამბობ, მაგრამ გარკვეულ პატივისცემასაც იწვევს ბოკერიას გამბედაობა, როდესაც ასეთი მაღალი ანტირეიტინგით შედიხარ მაჟორიტარულ ბრძოლაში. ბოკერია უფრო მეტად კულისებიდან ახდენდა ძალის დემონსტრირებას. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო აქტივობას ცდილობდა, მას ასე პირდაპირ ამომრჩეველთან საკუთარი ძალები არ მოუსინჯავს და მისი გამბედაობდა აქ იწვევს გარკვეულ პატივისცემას. ძალიან ბუნდოვანად მეჩვენება მისი შანსები, მაგრამ მეორე მხრივ, თეორიულადაც თუ იქნება იმის შანსი, რომ ბოკერიამ მოიგოს, ეს იქნება „ქართული ოცნების“ სრული კოლაფსის მაჩვენებელი.”
გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი
აღნიშნულით გია ხუხაშვილი ფოთის ოლქში გიგა ბოკერიის კანდიდატის დაყენებას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, “ევროპულმა საქართველომ” საქართველოს რეგიონების 14 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პარტიიდან ფოთის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია, ხოლო ზუგდიდის ოლქში – გიგი უგულავა იქნება