“გიორგი ვაშაძე გადავიდა ბნელ მხარეს, არასწორ მხარეს. ვაშაძე არ არის ისეთი ფიგურა, რომ ბევრი დრო დავხარჯო. ერთ მხარეს არის ბიძინა ივანიშვილი, მეორე მხარეს ქართველი ხალხი, რომელთან ერთადაც ვარ მე და ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ არა იმ საქმეში, რომ ივანიშვილის მმართველობა გააგრძელოს. მე ვაპირებ ივანიშვილის დამარცხებას ქართველ ხალხთან ერთად. “ნაციონალური მოძრაობა” არის ის ჯგუფი და ძალა, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილს.”
მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.
ამის შესახებ მან გადაცემა “მთავარ აქცენტებში” საუბრისას განაცხადა.