“მოვიდა, დაარტყა დანა ოთხჯერ. მისულია ყველაფერთან, ახლაც არ მოსულა გონს ჯერ. ერთი ოპერაცია გავუკეთეთ, 3 საათ-ნახევარი გრძელდებოდა, ღამის ხუთ საათზე რომ წავიყვანეთ, რვამდე… უგონოდ არის ჯერ, მაგრამ მეუბნებიან, რომ გადარჩებაო”
გოგი თოფაძე, პარლამენტის ყოფილი წევრი
“მთავარი არხი”
ლევან თოფაძის დაჭრის ფაქტზე შსს-მ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია თავად ჟვანიაც.
შეგახსენებთ, თბილისში გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს – არსებული ცნობით, ლევან თოფაძის გარდა, დაჭრილია კიდევ ერთი პირი. ორივე მათგანი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება.
“ის კაცი ნასვამი იყო, არ ვიცი, ვიღაც მოსწონდა თუ ვიღაც სხვა ქალი ჰყავდა, მე არ ვიცი. არც ვიცნობ იმას, მაგრამ ვიცი, რომ ადრეც არაერთი კაცი დაუჭრია და პოლიციელმაც ყველამ იცის, რომ ასეთი უბედურებების გამკეთებელია”, – აცხადებს გოგი თოფაძე მომხდართან დაკავშირებით.