მთავარი ციტატა

“ჯერ კიდევ არ ვიცით გადარჩება თუ არა, 4 დანა დაარტყა…” – გოგი თოფაძე შვილიშვილის შესახებ

“ჯერ კიდევ არ ვიცით გადარჩება თუ არა, 4 დანა დაარტყა. ახლა ვართ საავადმყოფოში და შეიძლება კიდევ ერთი, მეორე ოპერაცია დასჭირდეს. ის კაცი ნასვამი იყო, არ ვიცი, ვიღაც მოსწონდა თუ ვიღაც სხვა ქალი ჰყავდა, მე არ ვიცი. არც ვიცნობ იმას, მაგრამ ვიცი, რომ ადრეც არაერთი კაცი დაუჭრია და პოლიციელმაც ყველამ იცის, რომ ასეთი უბედურებების გამკეთებელია”

გოგი თოფაძე, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი

“მთავარი არხი”

თბილისში დაპირისპირებისა და გარჩევის დროს გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს – ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. არსებული ცნობით, ლევან თოფაძის გარდა, დაჭრილია კიდევ ერთი პირი. ორივე მათგანი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება და მათი მდგომარეობა მძიმეა.

იტვირთბა....