aviabiletebi
მთავარი ციტატა

“სავარაუდოდ, შაქარაშვილს წიხლებს ურტყამდნენ და მეორე ადამიანი კი პირზე ხელს აფარებდა”- ექსპერტი

“აღწერილია ტარდიას ლაქები ფილტვებში მრავლობითი, რომელიც ხშირად მექანიკური ასფიქსიის დროს ვითარდება. ცემის დროს ისეთი ძლიერი დარტყმები მუშტით ვერ ექნებოდა. სავარაუდოდ მას წიხლებს ურტყამდნენ და მეორე ადამიანი კი პირზე ხელს აფარებდა, რა დროსაც ის სავარაუდოდ გაითიშა, წყალში გადაგდების შემდეგ კი მოხდა ასფიქსია. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ვარაუდია.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბესიკ კილასონია – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ტვ “პირველი”

ექსპერტის თქმით,  სუნთქვის შეკავება ადამიანს, საშუალოდ, 2-3 წუთი შეუძლია. შესაბამისად, თუ შაქარაშვილს პირზე ხელს აფარებდნენ, მას შეიძლებიდა, სუნთქვა შეჩერებოდა, თავდამსხმელებს კი ჰგონებიდათ, რომ შემოაკვდათ,

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ტვ “პირველმა” მოიპოვა დოკუმენტი პროკურატურიდან, რომელიც საქმის ბუნდოვან მხარეებს ნათელს ხდის.

გამოძიებით დადგენილია, ლ.შ. და მასთან მყოფი გიორგი მერაბიშვილიც აგარაკიდან წამოსულ 6 ახალგაზრდას უკან მოყვებოდნენ.  ამ დროს “ნახალოვლელები” თბილისიდან მცხეთის მიმართულებით ღამის 00:30 საათზე წავიდნენ.  იუბილარი ანი გაბეჩავას უახლოესი არასწრულწლოვანი მეგობრი ლ.შ თბილისიდან წამოსულ “ნახალოვკელებს” ურეკავდა და შაქარაშვილისა და მისი მეგობრების გადაადგილების მარშრუტს გადასცემდა.

შეგახსენებთ, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. მათი წინასასამართლო სხდომა უკვე გაიმართა და მოსამართლემ 17-ვე პატიმრობაქში დატოვა.

 

იტვირთბა....