19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ტვ “პირველმა” მოიპოვა დოკუმენტი პროკურატურიდან, რომელიც საქმის ბუნდოვან მხარეებს ნათელს ხდის. დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი არაგვის ხიდთან განვითარებული მოვლენები და ასევე, დაკონკრეტებულია იმ პირთა ვინაობებიც, რომლებიც შაქარაშვილს ბოლომდე მისდევდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 19 ივნისის საბედისწერო ღამეს, არაგვის ხიდთან “მერსედესისა” და “ქამრის” ავტომობილები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ ჩასულან და ეს იყო ერთი დიდი დაჯგუფება, რომლის მიზანიც დაბადების დღიდან ფეხით წასული 6 ახალგაზრდის ცემა იყო. ფიზიკური გასწორების მოტივი კი შურისძიება გახდა, რადგან აგარაკზე წვეულების დროს “საბურთალოელებმა” “ნახალოვკელები” სცემეს, რის შემდეგაც დასახმარებლად მეგობრებს თბილისში დაურეკეს.
დოკუმენტების მიხედვით, “ნახალოვლელები” თბილისიდან მცხეთის მიმართულებით ღამის 00:30 საათზე წავიდნენ. აქ იკვეთება იუბილარი ანი გაბეჩავას უახლოესი არასწრულწლოვანი მეგობრის, ლ.შ-ს სახელი, რომელიც თბილისიდან წამოსულ “ნახალოვკელებს” ურეკავდა და შაქარაშვილისა და მისი მეგობრების გადაადგილების მარშრუტს გადასცემდა.
19 ივნისის 00:44 საათზე შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებზე პირველი თავდასხმა მოხდა. ადგილზე “მერსედესით” ჩასულ “ნახალოვკელებს” შეუერთდნენ ლ.შ. და მასთან მყოფი გიორგი მერაბიშვილიც, რომლებიც მანამდე აგარაკიდან წამოსულ 6 ახალგაზრდას უკან მოყვებოდნენ.
დოკუმენტით ასევე დასტურდება არსებული ჩვენებებიც, რომ მგზავრებმა სცემეს გიორგი ქათამაძე და დაზიანებები მიაყენეს კონსტანტინე ღიბრაძეს, იგივე დიჯეის. ახალგარდზების 6-კაციანი ჯგუფი მიმოიფანტა, ხოლო მას შემდეგ რაც ეგონათ რომ საფრთხემ გადაიარა, ჩნდება “ტოიოტა ქამრის” ავტომანქანა.
“დაახლოებით 00:50 საათზე მათ თავს დაესხნენ ვახტანგ ჩიქოვანი, ვასილ მახარაძე, აკაკი ქვრივიშვილი, ზ.ხ., არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენეს შაქარაშვილს, ამირხანაშვილს, ახვლედიანსა და ქათამაძეს და მათზე ძალადობას ცდილობდნენ,”- აღნიშნულია დოკუმენტში.
არაგვის ხიდიდან ტავის გადარცენის მიზნით გაიქცნენ ახალგაზრდები.ბ საქარსვილი მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცა.
დოკუმენტებით მტკიცდება, რომ ბოლომდე ვინც ირბინა, ეს გიორგი შაქარაშვილი, იყო, ის ხიდის ქვეშ ჩავიდა და უკან ამოსვლა ჰქონდა მიზნად დასახული, მაგრამ დაინახა, რომ ის ალყაში მოექცა და თავს მდინარისკენ გაქცევით შველის.
შეგახსენებთ, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. მათი წინასასამართლო სხდომა უკვე გაიმართა და მოსამართლემ 17-ვე პატიმრობაქში დატოვა.