თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია მიიჩნევს, რომ საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების მატება ვირუსის მეორე ტალღას არ ნიშნავს.
„კორონავირუსის მეორე ტალღას როდის ველოდებით, არ ვიცი. ჩემი აზრითა და შეფასებით, ჯერ პირველი ტალღაც არ დამთავრებულა. დაავადების მკვეთრი მატება სხვა რამეა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რეგულაციები უნდა შევასრულოთ“, – განაცხდა ეზუგბაიამ.
შეგახსნებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ შვიდი პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 947-ს შეადგენს. საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან, სამივე შემოტანილია.