ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კოვიდინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაცია  stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1171 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ შვიდი პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 947-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 6588 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 323.

იტვირთბა....