ახალი ამბები მთავარი სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს ხვდებიან

დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამ წუთებში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს მამუკა ჭელიძეს ხვდებიან.

როგორც რამიშვილმა განაცხადა, მათ კითხვები ექნებათ საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე.

„მთავარი ინტერესი და კითხვები იქნება, რა ქმედებებს და საგამოძიებო მოქმედებებს განახორციელებენ, როდის იქნება მოწოდებული ვიდეო-სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სატელეფონო ზარები, როდის და ვისთან იყო განხორციელებული, სამძებრო სამუშაოებთან დაკავშირებით. პოზიციები გვაინტერესებს, როგორ ვითანამშრომლებთ და რა ინფორმაცია ექნება ოჯახს და კითხვის ნიშნებზე რა პასუხები ექნება კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს და ხელმძღვანელობას“, – განაცხადა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხელ რამიშვილმა.

ასევე, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბიუროში მისვლის დროს, მას პროგრამისტის კომპიუტერი დალუქული არ დახვდა.

ცნობისთვის, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერის პაროლი და მყარი დისკი გაშიფრა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....