“ჯერ არ არის დადგენილი ის პირები ვინც ეძებდა თამარ ბაჩალიაშვილს სახლიდან წასვლის შემდეგ. გამოძიებას მე მივაწოდე ინფორმაცია და ალბათ გამოძება მაგაზე მუშაობს. ამაზე გამოძება იმუშავებს. კომპიუტერი გახსნილია, კლონირება ჩატარებულია. რამდენიმე დღე დაჭირდება ამას ყველაფერს.”
მიხეილ რამიშვილი – დაღუპული 23 წლის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
როგორც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, მისთვის გაუგებარია, რომ 22-ში როგორც კი ცხედარი იპოვეს იმ დღესვე მოხდა ფსიქოლოგის დაკითხვა.
ასევე, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბიუროში მისვლის დროს, მას პროგრამისტის კომპიუტერი დალუქული არ დახვდა.
ცნობისთვის, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერის პაროლი და მყარი დისკი გაშიფრა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.