ახალი ამბები მთავარი ციტატა

“22-ში როგორც კი ცხედარი იპოვეს, ცოტა ძალიან გამიკვირდა ერთი რამ, 22-შივე მოხდა ფსიქოლოგის დაკითხვა” – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

“22-ში როგორც კი ცხედარი იპოვეს, ცოტა ძალიან გამიკვირდა ერთი რამ, 22-შივე მოხდა ფსიქოლოგის დაკითხვა. როგორ მოასწრეს 22-შივე გაგება ფსიქოლოგის არსებობის შესახებ? 22-მდე იმდენი საქმე იყო გასაკეთებელი…”

მიხეილ რამიშვილი – დაღუპული 23 წლის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

ასევე, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბიუროში მისვლის დროს, მას პროგრამისტის კომპიუტერი დალუქული არ დახვდა.

ცნობისთვის, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერის პაროლი და მყარი დისკი გაშიფრა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....