ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ამათ ხომ არ იცოდნენ, რომ მათი მეგობრები აგარაკიდან ფეხით წამოვიდნენ” – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა ადვოკატები არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ნაძალადევიდან მცხეთაში შურისძიების მიზნით ჩავიდნენ. ადვოკატ გიორგი გელხაურის განცხადებით, ჩასვლის მიზანი მანქანების წამოყვანა იყო და არა შურისძიება:

“ისინი იმიტომ არ ჩავიდნენ, რომ იქიდან მეგობრები ჩამოეყვანათ, ჩავიდნენ, რომ მანქანები ჩამოეყვანათ. იქ დარჩნენ მათი მეგობრები, მათი მეგობრების მანქანები. აქ საუბარია იმაზე, რომ მძღოლი, რომელიც იქნებოდა ფხიზელი, დაჯდებოდა ამ მანქანაზე. ისინი რომ ჩავიდნენ, იქ აღარ დახვდათ, წამოსულები იყვნენ უკვე. აქ საუბარია მერაბიშვილზე და შერმადინზეც. ამათ ხომ არ იცოდნენ რომ მათი მეგობრები აგარაკიდან ფეხით წამოვიდნენ” – განაცხადა გიორგი გელხაურმა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად წყალში იპოვეს.  საქმეზე 17 პირია დაკავებული.

 

იტვირთბა....