გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ ბევრი გარემოება უჩენს კითხვებს. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ვინ წაშალა თამარის “ფეისბუქ” გვერდი, სადაც ოჯახი ხშირად შედიოდა. მისი თქმით, თუ გამოძიება არაფერს მალავს, რატომ არ დაასწრეს 23 წლის ახალგაზრდა ქალის ლეპტოპის გახსნას ოჯახის ადვოკატი.
“რაღაცეების მიჩქმალვა და ჩაფარცხვა უნდათ, მოვითხოვ ფედერალური ბიუროს ჩართვას, ვახსენეთ თუ არა ფედერალური ბიურო, ეგრევე წაიშალა ფეისბუქი. შეიძლება რომ გაუხსნელად წაშალონ ფეისბუქი, ეს ხომ ყველამ იცის. აქამდე იყო და უცებ წაიშალა, მოწმენდილ ცაზე, როცა უკვე ადვოკატი უნდა დასწრებოდა იმის გახსნას. ჩემი შვილი იმდენად ჭკვიანი იყო, რომ რაღაც სხვა სისტემებში შეაღწია, სხვა რაღაც ინფორმაცია მოიპოვა, რომლისაც ეშინოდა, ამით ჩვენ დაგვიცვა და თავისი თავი გაწირა. ღია ცის ქვეშ რომ დავრჩე, ამ საქმეს არ მოვეშვები, სტრასბურგამდე ჩავალ” – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
ცნობისათვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.