მთავარი ციტატა

“ხელისუფლებები იცვლება და ეს მონსტრები კიდევ უფრო მეტად ძლიერდებიან, ადამიანის სისხლით ივსებიან”- უგულავა

 “ქართულ ოცნებას როცა ხელისუფლებაში მოვიდა, ერთადერთი რამ ჰქონდა გასაკეთებელი, გაეუმჯობესებინა მართლმსაჯულება. დღეს ჩვენ საბოლოოდ ვხედავთ, რომ სასამართლო არის ცარიელი კედლები, შიგნით მოკალათებულია კორუმპირებული „ჩმორი“ მოსამართლეებით.  საქართველო წინ და უკან ტრიალებს ერთსა და იმავე წრეზე, ხელისუფლებები იცვლება და ეს მონსტრები კიდევ უფრო მეტად ძლიერდებიან, ადამიანის სისხლით ივსებიან. ამ მოსამართლეების კინწისკვრით, პანჩურებით გამოყრას ძალიან მალე ნახავს ქართველი ხალხი. შეიძლება ჩვენ ბევრ რამეზე ვიკამათოთ, მაგრამ სრული თანხმობაა ამაზე, რომ ქეჩოში უნდა მოკიდო და ცხვირპირით გამოათრიო ეს მართლა მონსტრების კორპორაცია.”

გიგი უგულავა – „ევროპული საქართველოს“ ლიდერი

ამის შესახებ უგულავამ ჟურნალისტებთან გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განაცხადა.

უგულავას თქმით, “ივანიშვილმა მთელი სასამართლო საჯიჯგნად ხელში თავის ყმას, მურუსიძეს ჩაუგდო.”

ცნობისთვის, სასამართლომ “მთავარი არხის” მეწილე, გიორგი რურუა დამნაშავედ სცნო და მას 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იტვირთბა....