“ივანიშვილმა მთელი სასამართლო საჯიჯგნად ხელში თავის ყმას, მურუსიძეს ჩაუგდო. აბოსლუტურად უსამართლო, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებაა. რაც მთავარია, მერე ნუ გვიკვირს, რატომ არის ასეთი ტოტალური უნდობლობა გამოძიების მიმართ. რას ველოდით ამ მოსამართლისგან? ეს არის მონსტრებისა და „ჩმორების“ კორპორაცია. დიდი დრო არ აქვთ დარჩენილი, ავგიას თავლაა და გამოიწმინდება ეს ყველაფერი.”
გიგი უგულავა – „ევროპული საქართველოს“ ლიდერი
ამის შესახებ უგულავამ ჟურნალისტებთან გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განაცხადა.
უგულავას თქმით, ეს განაჩენი, რომელიც დღეს ჩვენ ამ ჭილობში გამოხვეული მოსამართლისგან მოვისმინეთ, 18 ნოემბერსვე იყო ცხადი, როცა გიორგი რურუა უკანონოდ დააპატიმრეს.
ცნობისთვის, სასამართლომ “მთავარი არხის” მეწილე, გიორგი რურუა დამნაშავედ სცნო და მას 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.