ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გიორგი შაქარაშვილის მშობლები გაიხარებენ!” – კლუბ “საბურთალოს” პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ერთ-ერთ სტადიონს, რომელიც თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე მდებარეობს, 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სახელი დაერქმევა.

როგორც ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა პერმანენტულად გაიმართება გიორგი შაქარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირიც, სადაც მონაწილეობას სხვადასხვა ასაკობრივი გუნდი მიიღებს.

“მისი (გიორგი შაქარაშვილის) მშობლები გაიხარებენ იმით, რომ ამ სტადიონზე მასავით პატარა ანგელოზები დაფრთიანდებიან”, – განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....