ახალი ამბები მთავარი ციტატა

“როგორც კი FBI-ის ექსპერტების ჩამოყვანა მოვითხოვე, უცებ იპოვეს კომპიუტერის გასახსნელი კოდი” – რამიშვილი

“მას შემდეგ, რაც განცხადება გავაკეთე, რომ აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროდან ექსპერტის ჩამოყვანა მინდოდა იმისთვის, რომ კომპიუტერი მათ გაეხსნათ, ვინაიდან ესენი ამბობდნენ, ვერ ვხსნითო, უცებ, იპოვეს კოდი, არადა მანამდე იმ მაღალჩინოსანს ნათქვამი ჰქონდა, რომ „გოგო შარში“ იყო. ოჯახს უკვე გამოძიების მიმართ ძალიან დიდი უნდობლობა აქვს.”

მიხეილ რამიშვილი – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბიუროში მისვლის დროს, მას კომპიუტერი დალუქული არ დახვდა.

ცნობისთვის, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერის პაროლი და მყარი დისკი გაშიფრა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....