ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიებას ეხმაურება.
როგორც ხუხაშვილი წერს, ის არ ფიქრობს, რომ ხელისუფლებას შაქარაშვილის საქმის დაფარვის ინტერესი აქვს.
“არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას შაქარაშვილის საქმის დაფარვის ინტერესი აქვს. უფრო პირიქით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სისტემის ფსკერზე ვიღაცამ რაღაც “მოისაქმა” და ახლა უკვე ჭირს გასუფთავება ისე, რომ სისტემა სრულად არ აქოთდეს.
მიმდინარე გეგმა, რომ ხელი შეახოცონ ოპოზიციურ მედიას და ამით “მოაყომარონ” ყველაფერი, არ იმუშავებს.
რჩევა ხელისუფლებას:
აღიარონ, რომ პირველ ეტაპზე გამოძიება მოიკოჭლებდა და გამოძიებიდან და ექსპერტიზიდან ვიღაცა დაისაჯოს. გულგრილობისთვის, თუ ბოროტად გამოყენებისთვის, ეს უნდა დადგინდეს.
პოლიტიკურად ეს სწორი გზაა, თუ უკვე საბოლიოდ არ არიან სისტემის მძევლად ქცეულები”, – წერს ხუხაშვილი.