ბარათაშვილზე ავარია მოხდა, ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. მათ მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებათ და ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.