„ვინ ურევს სულ სიტუაციას? ბოკერიას პარტია. მაგათ სინამდვილეში ის კი არ უნდათ, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს, სინამდვილეში უნდათ, რომ რაღაც ხეირი გამოადნონ თავისთვის. არც კოორდინაციის პრობლემა არაა. ბოკერიას როგორც უნდა თავისი გემოვნების მიხედვით, ეგრე არ გამოდის. უნდა იცოდე შენი შესაძლებლობები და რესურსები. გიგი უგულავამ სად უნდა მოიგოს? გიგი უგულავა რომ მექრთამეა მარტო თბილისში კი არა, მთელ საქართველოში და მგონი დედამიწაზეც იციან. მან 50 მილიონი ჩვენი ფული მოიპარა.”
ალეკო ელისაშვილი – „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი
“პალიტრანიუსის” ეთერში ასე ეხმაურება ელისაშვილი „ევროპული საქართველოს“ მოწოდებას „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, რომ რეგიონებში მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატებზე შეჯერდნენ.