ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არ არის ისეთი დანაკლისი, რომლის ანაზღაურებაც არ შეიძლება” – გამყრელიძე გაერთიანებიდან ვაშაძის გასვლაზე

“ძალა ერთობაშია”-ს წევრი მამუკა გამყრელიძე, გაერთიანებიდან “ახლაი საქართველოს” ლიდერის გიორგი ვაშაძის გასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ დანაკლისი არის ნებისმიერი ადამიანის წასვლა, მაგრამ არ არის ისეთი დანაკლისი, რომლის ანაზღაურებაც არ შეიძლება.

მისივე თქმით, ეს მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„რომ ვთქვა, სიურპრიზი იყო და ამას არ ველოდი, ტყუილი იქნება. ველოდით და ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა. რომ ვთქვა, გული არ მწყდება, ესეც ტყუილი იქნება. დანაკლისი არის ნებისმიერი ადამიანის წასვლა, მაგრამ არ არის ისეთი დანაკლისი, რომლის ანაზღაურებაც არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ, რომ „ძალა ერთობაშია“ მაინც მოიპოვებს ყველაზე მეტ ხმას ამ არჩევნებში. თუ რამე იყო გაუგებრობა, თუ გაურკვევლობა, ეს იყო მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, სხვა წევრებთან მას რადიკალური განსხვავებები არასდროს ჰქონია“,- განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალმა საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და “კანონი და სამართალის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა “ძალა ერთობაშია” დატოვეს და ახალი პლატფორმა – „სტრატეგია აღმაშენებელი“ დააფუძნეს.

იტვირთბა....