მთავარი პოლიტიკა

გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებელი“ დააფუძნეს

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა ახალი პლატფორმა – „სტრატეგია აღმაშენებელი“  დააფუძნეს.

დღეს ახალი პლატფორმის პრეზენტაციაზე, გაერთიანების ლოგო და სლოგანი წარადგინეს.

როგორ გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, გაერთიანების მიზანია, დამარცხდეს უმუშევრობა, სიღარიბე, დაბრუნდნენ ემიგრანტები საქართველოში.

„ამ გაერთიანების შესახებ 30 ივლისს გესაუბრებით, სადაც წარვადგენთ ჩვენს საარჩევნო პროგრამას, ახალი თაობის პროფესიონალებს, რომლებიც ჩვენს გუნდს შემოუერთდებიან. არჩევანი მარტივია, აღმშენებლობა, თუ დამსხვრეული ოცნებების პარტია, ეს არის არჩევანი, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს“, – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ “ახალმა საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და “კანონი და სამართალის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა “ძალა ერთობაშია” დატოვეს.

იტვირთბა....