“ახალმა საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და “კანონი და სამართალის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა “ძალა ერთობაშია” დატოვეს.
ამის შესახებ განცხადება ვაშაძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
მისივე თქმით, ჩარკვიანთან ერთად ის “სტრატეგია აღმაშენებელს” შეუერთდება.
“სტრატეგია აღმაშენებელი” გიორგი ვაშაძის მიერ შექმნილი ფლატფორმაა.