“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სა;ლომე სამადაშვილი, გაერთიანება “ძალა ერთობაშია”-დან “ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორი ვაშაძის გასვლას ეხმაურება.
როგორც სამადაშვილი აცხადებს, ყველასთვის, ვინც გადაწყვეტს რომ გამოეთიშოს ერთიანობას, ეს მათთვის არის დანაკარგი.
„უნდა დაფიქრდნენ საკუთარი გადაწყვეტილებით ისინი ეხმარებიან თუ არა იმ მიზნის განხორციელებასა, რასაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რჩება მთავარ მოთამაშედ იმ ერთიანობაში, რომელიც შეიქმნება „ქართული ოცნების“ წინააღმდე და ამ ერთიანობაში შემოვა ძალიან ბევრი ახალი მოთამაშე“, – განაცხადა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ახალმა საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და “კანონი და სამართალის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა “ძალა ერთობაშია” დატოვეს და ახალი პლატფორმა – „სტრატეგია აღმაშენებელი“ დააფუძნეს.