მთავარი ციტატა

“მესმის პოლიციასთან საქმის დაჭერა არავის სურს, ამიტომ შეიძლება რაიმე იციან, მაგრამ არ ამბობენ” – ილია ფილფანის მამა

“მინდა მივმართო ხალხს და დახმარება ვთხოვო. მესმის პოლიციასთან საქმის დაჭერა არავის სურს, ამიტომ შეიძლება რაიმე იციან, მაგრამ არ ამბობენ. ვთხოვ მათ, დაგვეხმარონ, ნუ დამალავენ ინფორმაციას. უკვე აღარ ვიცით, საით ვეძებოთ. ჩვენც დავიბენით, უფრო საით მივმართოთ რესურსი აღარ ვიცით. პოსტერების დარიგებასაც დავიწყებთ ყველგან, რათა გაგვაგებინონ, თუ რამე იციან”

დავით ფილფანი, დაკარგული მოზარდის, 13 წლის ილია ფილფანის მამა

“ფორმულანიუსი”

შეგახსენებთ, სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის, ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამძებრო სამუშაოები სვანეთში და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მიმდინარეობს.  112-ში 13 წლის მოზარდის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს შევიდა.

იტვირთბა....