ახალი ამბები მთავარი სამართალი

13 წლის ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებები სვანეთსა და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გრძელდება

სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის, ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამძებრო სამუშაოები სვანეთში და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მიმდინარეობს.

„დრონები და ვერტმფრენები ადგილზე არიან მობილიზებულები, მაშველები სამძებრო სამუშაოებს, როგორც სვანეთში, ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ანხორციელებენ“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შეგახსენებთ, 112-ში 13 წლის მოზარდის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს შევიდა.

იტვირთბა....