ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებს კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ

ახალ კორონავირუსზე გამოკვლევის მიზნით, ლილოს ბაზრობაზე მოვაჭრეების ტესტირება მიმდინარეობს. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ადგილზე სხვა ტიპის პრევენციული ღონისძიებებიც ტარდება.

ბაზრობის შესასვლელებში ყველა პირს უტარდება თერმოსკრინინგი და ხელის დეზინფექცია, სავალდებულოა პირბადის გამოყენება. პირბადის გამოყენებისა და დისტანციის დაცვის აუცილებლობაზე ბაზრობის თანამშრომლებსა და მომხმარებლებს ადმინისტრაცია სპეციალური ხმოვანი შეტყობინებითაც აფრთხილებს.

ლილოს ბაზრობაზე გუშინ ახალი კორონავირუსის რვა შემთხვევა დაფიქსირდა. შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

იტვირთბა....