ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 10-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1117 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 917-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.​

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6 183 მოქალაქე იმყოფება.

იტვირთბა....