მთავარი ციტატა

“ისევ ეჭვი მაქვს, რომ თვითმკვლელობა ასე მარტივად არ მოხდებოდა” – მიხეილ რამიშვილი

“მაქვს ისევ ეჭვი, რომ ასე მარტივად არ მოხდებოდა თვითმკვლელობა. ასე არ ხდება თვითმკვლელობა და შესაბამისად 1 და 2 საათში გაცნობილი ჩვენებების საფუძველზე მე ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო თვითმკვლელობა”

მიხეილ რამიშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

“მთავარი არხი”

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილს დღეს დაკრძალავენ.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....